პრეზიდენტის პირველი რეაქცია" შაბათის ეთერში" გასულ სისტემის მამხილებელ ინტერვიუზე
პრეზიდენტის პირველი რეაქცია "შაბათის ეთერში" გასულ სისტემის მამხილებელ ინტერვიუზე - სალომე ზურაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი, ეკა ბესელია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილის სკანდალური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მასთან ერთად ნახა და მოისმინა.
ერთად ვნახეთ ის ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან ,რაც ნოდარ მელაძეს ჰქონდა.
საკმაოდ მძიმე დამაფიქრებელი იყო პრეზიდენტის რეაქცია. აქ ახალი არაფერი იყო, ჩვენს შიგნიდან ვიცით რაც ხდება სისტემაში, მაგრამ ეს გულწრფელი ინტერვიუ კიდევ ერთხელ აშიშვლებს იმას რაც ხდება ახლა", - აცხადებს ბესელია.
რაც შეეხება პრეზიდენტის დრევანდელ მიმართვას - აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ - ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ განცხადების დროს ის სალომე ზურაბიშვილის გვერდით იყო. მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო მეტს, ხვალ დილით, 10:00 საატზე იტყვის.
ხვალ პრეზიდენტი თვითონ იტყვის დილით, რასაც აპირებს. ოდესმე გავიხსენებ, ამ საინტერესო კვირის ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს. ჩვენ ერთად ბევრი გაგვივლია, მაგრამ ამ დღეებში ძალიან დრამატული მომენტებია"- ამბობს ეკა ბესელია.
შაიშმელაშვილის სკანდალური ინტერვიუ:
- ექსკლუზივი: გდდ-ის ერთ-ერთი შეფი, რომელმაც პროტესტის ნიშნად უწყება დატოვა, "ხარებას" მოადგილემ სცემა
- ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან: სამსახურის დატოვების შემდეგ, შვილების ლიკვიდაციით მემუქრებოდნენ
- შეიძლება ივანიშვილისგან მოდიოდეს ბრძანებები - გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი
- გადადგომის შემდეგ აქციაზე გავედი - ირაკლი შაიშმელაშვილი
- გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: აქციაზე 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები
- შაიშმელაშვილი ძალადობრივ დარბევაზე: დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია
- შაიშმელაშვილი: რაც ხდება, ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოში
- რატომ შეცვალეს 5 ივლისს გდდ-ის გეგმა? - "ხარებას" გადამდგარი თანამშრომელი ანდრია ჯაღმაიძის სახელს ახსენებს
- სკანდალური მხილება: სპეცრაზმის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გდდ-ში „ხარებას“ მისვლის შემდეგ აიკრძალა
- საპრევენციო ღონისძიებები რომ გატარებულიყო, გინტურის მკვლელობამდე არ მივიდოდით - გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი