შსს-ს მაღალჩინოსანმა ჩიტაძის ქუჩაძე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას გამოიყენა სიტყვები "დესტრუქციული ძალები".
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაიძაბა - დაკავებების სერია გრძელდება, დაახლოებით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი.
სამეფო უბნის თეატრის რეჟისორი "ოცნებას" აფრთხილებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები.
მდინარაძემ დღეს შეთქმულების თეორიაზე ისაუბრა და თქვა, რომ აქცია კონკრეტული პირების მიერაა დაორგანიზებული.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში.
დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ზურა გირჩი ჯაფარიძე ავრცელებს.
ისინი სპეცრაზმის დახმარებით მოქალაქეების გვერდის ავლით გადიან შენობიდან.
პრეზიდენტის პირველი რეაქცუა
ანა ნაცვლიშვილი "პირველების" ეთერიდან ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდებს, რომ უკან გაიწვიონ კომიტეტზე პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტი.
"პირველების" კამერამ ფაქტი რამდენიმე წუთის წინ გაადაიღო.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა, რობოკოპები.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დასრულებულია, თუმცა კენჭისყრის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა.
გომელაურის უწყება პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
ამის ამსახველი კადრები "პირველებმა" გადაიღო.
პროტესტის ეპიცენტრში "ხარება" რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირეს.
სპეცრაზმელები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს.
ამ განცხადების შემდეგ, სპეცსამსახურების თანამშრომლების მობილიზება დაიწყო.
ხალხს არ შეეშინდება არც შიმშილის, არც უსამართლის, არ ძალადობის პირობებში - ნიკა გვარამია
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტიდან სახლში მისულს ნიღბიანები მიუგზავნეს.
შეფერხებებით მუშაობს ჩართვის აპარატები.
დუგინი წერს, რომ "საქართველოს სჭირდება სტალინი"
გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ - წულუკიანი.
მისი განცხადებით, ფეისბუქ-პოსტის გამო ჟურნალისტის პატიმრობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაა
დიპლომატები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესებზე დასწრებას ითხოვდნენ
მიხეილ მშვილდაძე ვახო სანაიას დაკავების გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევად აფასებს.
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაფართოების ევროკომისარ მარტა კოსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს მიმართავს