სიკვდილის ბრიგადები ისევ თავისუფლად გადაადგილდებიან
სიკვდილის ბრიგადები ისევ თავისუფლად გადაადგილდებიან - რუსული კანონის ქუჩური წესებით მცველების კვალზე პოლიცია ამ დრომდე რატომღაც ვერ გადის.
სამართალდამცველებმა გია ჯაფარიძის საცხოვრებლის პერიმეტრზე არსებული კამერებიდან ჩანაწერები გვიან ღამით ამოიღეს.
ჩანაწერებში, სავარაუდოდ, გარკვევით უნდა ჩანდეს, თუ როგორ ჩაუსაფრდა 2-ზე მეტი პირი "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს და როგორ მოუწყვეს სისხლიანი ანგარიშსწორება ჯაფარიძეს.
ტელევიზიიდან გავიგე ამბავი და როდესაც გადავიხედე დაბლა უკვე პოლიციელებიო იდგნენ. ჩემთან არ მოსულან დღეს სამართალდამცველები, რომ კითხვა დაესვათ", - ამბობს ადგილობრივი.
მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული ძალადობაში მონაწილე პირები.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.
ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.
- საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია - კრამონი
- საზიზღარი, ეს არის ივანიშვილის ნამდვილი "ქართული ოცნება" - ლექსმანი სისხლიან ღამეზე
- გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ფოტიგა
- მეტი რაა საჭირო, რომ ივანიშვილი ქართული დემოკრატიის დანგრევისთვის დაასანქციროთ - ევროპარლამენტარი
- სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის "უკან სსრკ-ში - გალერი თბილისში თავდასხმებზე
- "წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკითაც" - მილერი
- საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება - ნაუსედა
- თუ რუსულ კანონს მიიღებენ, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს - როიტენი
- ევროპულ ოჯახში გაერთიანების შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან - ჰერჩინსკი