პოლიტიკა
15.04.24 16:08
ხაბეიშვილი "ოცნებას": რატომ ემუქრებით ახალგაზრდებს?
„რატომ ემუქრებით ახალგაზრდებს? რატომ ესაუბრებით მათ ბრუტალურად? რატომ შემოიტანეთ ახლა ეს კანონი? რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და ორ კვირაში თქვენ შემოიტანეთ, ეს რა, მართლა დამთხვევაა? არჩევნები ხუთ თვეშია და რატომ არ აცდით ადამიანებს მშვიდად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას? რატომ ჩქარობთ კანონის მიღებას?“
15.04.24 15:57
თინა ბოკუჩავა მდინარაძეს - ე.წ. „ფარას“ მიზანი, რომელიც აშშ-ში მიიღეს, იყო რუსულ გავლენებთან ბრძოლა, თქვენ კი ებრძვით ამერიკას, ევროპას და ებრძვით ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
მისი განცხადებით, აშშ-ის ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არცერთი ორგანიზაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამოიღო მიზანში, კანონდარღვევასთან არ ასოცირდება.
15.04.24 13:47
ადასტურებთ, რომ კობახიძე, ჩიქოვანი, პაპუაშვილი, თქვენი რუსული კანონის განმარტებით, იმ დროს უცხოური გავლენების გამტარები იყვნენ? - ბოკუჩავა
მაგალითად, GIZ ახორციელებდა, შალვა პაპუაშვილის შემთხვევაში, ძალიან კარგ პროექტებს და ატარებდა გერმანიის ინტერესებს, მშვენიერ ინტერესებს,“ - უპასუხა მდინარაძემ.