პოლიტიკა
07.09.24 16:35
თუ ეს კურსი გაგრძელდა, ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - გერმანიის პარლამენტის სპიკერები
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას.
07.09.24 14:53
წითლიძე: 560 ადამიანის სია გავშიფრეთ: ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა "ოცნებასთან" დაკავშირებული ან მისი წევრი, ეს არის დანაშაული, რომლის სათავეში დგას მირანდა მესხი, რომელიც დავალებებს სუს-ისგან იღებს
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება პირველი კენჭისყრით ვერ მოხერხდა
07.09.24 14:47
დავით მჟავანაძე: გვეუბნებიან, რომ გუბერნატორის მოადგილის მეუღლე დამოუკიდებელი კანდიდატია, სიაში ასევე არიან სოფლების წარმომადგენელთა თანაშემწეები, აქვე არის 11 სკოლის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები, 45 პედაგოგი, 55 ბაღის თანამშრომელი
მჟავანაძის თქმით, საუბნო კომისიის წევრები პარტიული ნიშნით არიან შერჩეული, რაც კანონდარღვევაა.
07.09.24 12:48
ხატია დეკანოიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს - მას სურს გაღატაკებული, იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო
დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ადასტურებს იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს.
07.09.24 12:23
დეკანოიძე: სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა
დეკანოიძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება.