რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ადვოკატი, ბექა ბასილაია განცხადებას ავრცელებს
"ხელისუფლებამ, რომლის ამომრჩეველი ვიყავი, ჯოჯოხეთი გამომატარა" - აცხადებს დაკავებულის დედა.
"ჩვენ ვაჭმევთ ისინი გვცემენ"
პროკურორი, აქციის მონაწილებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ეხმიანება.
სამოქალაქო აქტივისტი, ეკა კვირკვეკლია სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციის თანამშრომლები სახლში დაადგნენ და მისი ოჯახის წევრი გამოკითხაზე დაიბარეს
"ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, მას თავშესაფარი მიანიჭა" - ციტირებს ТАСС წყაროს.
სასულიერო პირის თქმით, "თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი ახალ-ახალი გამოვლინება, გვაბრუნებს ბნელ წარსულში"
მერიის ცნობით, პარლამენტის მიმდებარედ ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი დაასრულებული არ არის და უსაფრთხო არაა.
ტიტუშკების მიერ მიქარაზე კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი საუბრობს
აქცია პარლამენტთან
ზარი ქართული ნომრიდან განხორციელდა.
რაც შეეხება ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებს იქ საპოლიციო ძალები არ დგანან.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია, ერთგვარი სოლიდარობის გამოხატილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოლიგარქის რეჟიმი ულმობლად უსწორდება.
ჭოხონელიძე "ოცნების" მხარდამჭერ მომღერლებს მიმართავს: "ერთხელ მაინც გაიხსენეთ, ის დასისხლიანებული სახეები, რომელიც ნაძვის ხის კონსტრუქციას მიაკრეს"
ქალაქ ფლორენციაში ემიგრანტებმა რიგით მეოთხე აქცია გამართეს.
მოწმის სახით გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს: ანა სუბელიანი, მაკუნა გოჩიაშვილი, მარიამ კვარაცხელია, რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა.
28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისგებაში მისცეს 30-ზე მეტი პირი
დედაქალაქის პარალელურად, აქცია იმართება ბათუმში
პოლიტიკოსი TV პირველის ნაცემ რეპორტიორებს, მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს სოლიდარობას უცხადებს
რეზო კიკნაძე მესამე დღეა შიმშილობს. მას სასამართლო დარბაზში სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - წერია ბანერზე რომელის ემიგრანტებმა აქციაზე მიიტანეს.
ამ წუთებში მოქალაქეები ნაძვის ხეზე საპროტესტოს ბანერებს ტოვებენ
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული!
ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მორჩილებაში არიან
"ხალხს ტროტუარზე დგომის გამო კი არ უნდა იჭერდე, მთავრობა რომ გქვია, უნდა მოუსმინო მას" - დასძინა პიანისტმა.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს გადიან და უახლოეს მომავალში ხელმოწერებს შეაგროვებენ.
ბრალდება პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავება, რომ მათ დამალეს, რომ 23 წლის თემურ ხადურს დაედევნნენ და გაისროლეს.