სიახლეები
19.09.24 12:37
კირკიტაძე: დავტოვოთ ივანიშვილი დღეს აქ, რუსთავში თავის ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით და ასევე საკადრისი პასუხი გავცეთ 26 ოქტომბერს
კირკიტაძე: ივანიშვილმა ზურგი აქცია თავისუფლების მოედანს, მაგრამ როდესაც თავისი კაბინით კოსტავას გამზირზე დადგება, კარგად ახსოვდეს, რომ მას ამ ქალაქში ტყუილები აღარ გაუვა
19.09.24 12:30
გია ჯაფარიძე: ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი და უნდა ჰქონდეს სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს
გია ჯაფარიძე: ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას
19.09.24 12:12
"საქართველო ავტოკრატიისა და დემოკრატიის გზაჯვარედინზე" - თბილისში საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების დისკუსია მიმდინარეობს
ექსპერტები, ფაქტობრივად, თანხმდებიან, რომ ქვეყანას ოქტომბერში რეფერენდუმის მნიშვნელობის მქონე არჩევნები ელოდება, სადაც საქართველოსა და საზოგადოების ბედი უნდა გადაწყდეს.
19.09.24 12:10
რას აძლევს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან? - ამ საკითხის შესახებ სამოქალაქო საზოგადოება მსჯელობს
განხილვის საგანი კი მონიტორინგის შედეგებია, რომელიც ასახავს ხელისუფლების მიერ მართულ მედიებში საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შესახებ გადამეტებულ ყურადღებას და პროპაგანდას.