რუსული კანონის მიღება ნიშნავს, რომ მორჩა, ვიკეტებით და ჩვენი ქვეყნის არსებობა მთავრდება - ირაკლი კვირიკაძე
მისი თქმით, მძღოლის მხრიდან მუქარა მგზავრების მიერ აქციაზე დარბევის შესახებ გამოთქმულ უარყოფით პოზიციას მოჰყვა.
რატი ამაღლობელის თქმით, რუსული კანონის რეინიცირებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ხელახლა გასაბჭოებას.
"ყველა ღონეს ხმარობენ, რომ იმოძრაონ ევროკავშირისკენ ან ნატოსკენ, არამედ რუსეთისკენ"- ამბობს დავით ჯუღელი.
ნანუაშვილი თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება, სადაც დღევანდელი აქცია არასანქცირებულად არის მოხსენიებული
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, რობოკოპები ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ.
ახალგაზრდობისთვის ივანიშვილის გუნდს დაკარგული აქვს ძალაუფლება - გიგა დათიაშვილი
მიშველაძის თქმით, შსს-დან მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პეტრიაშვილი დიღომში ჰყავთ გადაყვანილი. მას მოინახულებს ადვოკატიც და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
ცეცხლაძის თქმით, ხელისუფლება შეშინებულია და სპეცრაზმის სრული მობილიზებაც ამას ადასტურებს.
გამიზნულად აწყობენ პროვოკაციას, ვისი მხრიდანაც ხდება ეს გასაგებია - კახა კინწურაშვილი
ნაცვლიშვილი სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამდენი სპეცრაზმელის გამოყვანით ხელისუფლება მოსახლეობას პროვოკაციას უწყობს.
"პირველების" ვიდეოკადრში ჩანს, როგორ გაყავთ ტერიტორიიდან პეტრიაშვილი.
ომბუდსმენი მიმართავს შსს-ს არ გამოიყენოს ძალა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ
მერიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქცია "არასანქცირებულია".
ქართველი ხალხი ივანიშვილს არ მისცემს იმის უფლებას, რომ ევროკავშირის კარებში ჩადგეს - ხაბეიშვილი
"პირველების" ვიდეოკადრში ჩანს, როგორ გაყავთ ტერიტორიიდან პეტრიაშვილი. თუმცა, არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, ის განარიდა პოლიციამ თუ დააკავეს.
"ოცნებას" ბოლომდე სურს მიიყვანს ქვეყნის ღალატი, მაგრამ ვერ მიიყვანენ - კორძაია
საია-ს მიმართვა შსს-ს: ჩნდება ვარაუდი, რომ შსს აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები
რკინის ჯებირების გარდა, დაამატეს ცოცხალი ძალაც - ადგილზე სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი რამდენიმე რიგადაა განლაგებული.
სპეცრაზმის ბრიგადები მიიყვანეს ყვითელი ავტობუსებითაც.
უნდათ ხალხი დააპირისპირონ, არ ვიცი, რად უღირს ეს ხელისუფლებას"- ამბობს ლაზარე.
კახა კალაძის უწყება მოუწოდებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, "თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან".
ადგილზე შეკრებილები პროვოკაციაზე საუბრობენ.
დაშავებულია დავით ქაცარავაც.
მდინარაძის ისტორია არ დასრულებულა ის კიდევ გაგრძელდება უფრო დრამატულად - ეკა ბესელია
განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა
საქმე ეხება ბესელიას მზადყოფნას, დაკავების პირველ დღეებში შეხვედროდა ექს-პრემიერს.
სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდა აღარ მუშაობს.