რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა გრძელდება
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში - ომბუდსმენი
"ხარებას" რაზმმა მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო.
ამ დროის მონაცემებით, საპოლიციო ძალებმა ხელბორკილები ორ ადამიანს დაადეს
პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ისმის, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან.
"ხარებას" რაზმის წევრებს უკან წყლის ჭავლის მანქანებიც მიყვება.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ამასთან, გომელაურის უწყების თანამშრომლებს თავისუფლების მოედანიც აქვთ დაკავებული.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, სტუდენტებზე - წერია განცხადებაში.
"ყველაფერს მოვიშუშებთ, მთავარია თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ" - დედა სიდონია
ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს.
გომელაურის უწყების თანამშრომლები ვერ პასუხობენ კითხვას, თუ რა საჭიროა "ხარებას" რაზმის წარმომადგენლების უპრეცედენტო მობილიზება.
თავისუფლების მეტროში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
ჩხრეკის გარდა, ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი - ლომჯარია
მოქალაქეები სამართალდამცველების მიმართ სკანდირებენ - "მონებო, რუსებო".
იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
რაფერი მქონდა კანონსაწინააღმდეგო - მოქალაქე
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომლითაც ირკვევა, რომ პოლიციელები ადამიანებს ჩანთებსა და პირადობის მოწმობებს უმოწმებენ.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ორ ადამიანს პირადობის მოწმობა შეუმოწმეს და მათი სახელი და გვარები ჩაინიშნეს.
ახალგაზრდის ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის ცნობით, ლუკა ჯაბუა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებული აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონდა - ადვოკატი
ონისე ცხადაძეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და თავს მხნედ გრძნობს - ადვოკატი
პროტესტის ავანგარდში მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება.
ვინაიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ღამღამობით პროტესტს აქვს მოცული, საჭიროა რომ ბრძოლა დღის განმავლობაშიც გავაგრძელოთ - წერია განცხადებაში.
შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.
სააკაშვილი ჟორჟოლიანს - მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
Herbalife-მა, გლობალურმა კვებისა და ველნეს კომპანიამ, ზედიზედ მეხუთე წელია, „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში პრესტიჟული ოქროს ბრენდის ჯილდო მოიპოვა
როგორც "პირველებს" უყვებიან, მგზავრებს გადაადგილება მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნამდე შეუძლიათ.