ახალგაზრდა ქალმა დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ყლაპა, რის გამოც, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.
ნიკა ალავიძე ეკონომიკის მინისტრს პოსტს 2019 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში იკავებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს
ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა - მარიამ მაზიაშვილი
რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს - ჩიკვაიძე
ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება.
საპოლიციო ძალებთან წყლის ჭავლის მანქანაც არის მობილიზებული.
"პროტესტის მე-9 დღეს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები სასტიკ ტერორს და რეპრესიებს აწყდებიან" - პრეზიდენტი
ვთხოვ ყველას, შემოგვიერთდით - მოქალაქე
დაკავებული გოგო ბეატრის გაზდელიანია, რომელიც საპოლიციო ძალების წინ მისი მეგობრისთვის ხელბორკილების დადებას აპროტესტებდა.
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა გრძელდება
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში - ომბუდსმენი
ამის შესახებ ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ხარებას" რაზმმა მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო.
ამ დროის მონაცემებით, საპოლიციო ძალებმა ხელბორკილები ორ ადამიანს დაადეს
პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ისმის, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან.
"ხარებას" რაზმის წევრებს უკან წყლის ჭავლის მანქანებიც მიყვება.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ამასთან, გომელაურის უწყების თანამშრომლებს თავისუფლების მოედანიც აქვთ დაკავებული.
სამშობლოს გვართმევენ და ამ ფონზე ყველაფერი და ყველა მეორეხარისხოვანია - გვარამია
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, სტუდენტებზე - წერია განცხადებაში.
"ყველაფერს მოვიშუშებთ, მთავარია თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ" - დედა სიდონია
სინანულს გამოვხატავთ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - წერია განცხადებაში
დაველოდოთ - ამბობს მაისურაძე.
გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი ეხმაურება.
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიციას გამოეხმაურა
ინაშვილი ამ შემთხვევას „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პარტიის კანდიდატებისა და წევრების გადაბირების უფრო ფართო პროცესს უკავშირებს