სიახლეები
გია ჯაფარიძე - "ქართულ ოცნებას" განზრახული აქვს საქართველო დაქუცმაცებული ჩააბაროს რუსეთს - ამას ჩვენ არ დავუშვებთ და მოდით, 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ, ისტორიის სანაგვეზე გავისტუმროთ „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული კოშმარი!
გია ჯაფარიძის თქმით, ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ: ისეთში, როგორებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ ისეთში, როგორსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს.
ლევან სანიკიძე - 27 ოქტომბერს არ უნდა დავუშვათ ახალი 25 თებერვლის გათენება, საქართველოში ახალი 26 მაისი უნდა დადგეს!
მისი თქმით, ამომრჩევლის „თითოეული ხმა არის იერიქონის საყვირი, რომელიც დაანგრევს იმ კედელს, რაც პატარა რუსმა ოლიგარქმა ამოაშენა საქართველოს და ევროკავშირს შორის“.
სოფო ჯაფარიძე - მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში - ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ
ჯაფარიძის თქმით, სჯერა, რომ „თბილისი ძალიან მალე იქნება ევროპის დედაქალაქი და ეს გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“.
მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება - ბოკუჩავა
ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვაკის პარკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ მერიის შესაბამის უწყებებს ნუ ასრულებს უკანონო დავალებებს და მოგვეცით ჩვენს 10 000 მხარდამჭერთან ნორმალურად და ღირსეულად შეხვედრის შესაძლებლობა
ვაშაძის თქმით, შესაბამისი უწყებები “ ქართული ოცნების” უკანონო დავალებებს ასრულებენ და “ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” 10 000 მხარდამჭერთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.