სიახლეები
კონსოლიდაციის გარეშე ვერ დავამარცხებთ იმ მონსტრს, რომელიც ივანიშვილმა "ოცნების" სახით შექმნა - ჩიხლაძე
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დააანონსა, რომ პოლიტიკურ პლატფორმას "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ახალი და საინტერესო სახეები შეუერთდებიან.
საქართველო დიდი პრობლემის წინაშეა, ეს არის არჩევნები, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დადგეს - ბაქრაძე
რეჟისორი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოქტომბერში საქართველოს ბედი წყდება, დაუბრუნდება ქვეყანა ევროპულ კურსს, თუ შეუერთდება პუტინის რუსეთს.
საქართველო არის უფსკრულის წინაშე, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანობა - ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატა, ამიტომ მისი მტკიცებით, "ოცნების" დასასრულებლად როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების გაერთიანების დროა.
დღეს გადავდგით პირველი ნაბიჯი, რათა ოქტომბერში "ოცნება" დავამარცხოთ - კორძაია
კორძაია ამბობს, რომ მთავარი მოტივი "ქართული ოცნების" დამარცხება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნაა, რომლითაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ხმები არ დაიკარგება.