ცდილობენ, რომ უფსკრულისკენ წაგვიყვანონ - ელენე დევიძე
ადგილზე შეკრებილები სინდისის პატიმარს, რომელიც მოსამართლე გალუსტაშვილმა დღეს ციხეში 4 წლისა და 6 თვის ვადით გაუშვა, სოლიდარობას უცხადებენ.
სინდისის 8 პატიმარი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა
TI: საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მათე დევიძე სინდისის პატიმარი
არც კი მოიკითხა მოსამართლემ, მოგვიანებით გავიგეთ რომ თაზო დათუნაშვილი იყო - ნანუკა ჟორჟოლიანი
ივანიშვილის ხელისუფლებისთვის გზავნილი ის იქნება, რომ მათეს აუცილებლად გამოვიყვანთ - ლიკა ლორთქიფანიძე
მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს
სინდისის პატიმრის მიმართ გამოტანილი პირველი განაჩენი
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
მას ბრალად "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედავებოდა.
TVPIRVELI.GE დაღუპულის სახელისა და გვარის გავრცელებისგან თავს შეგნებულად იკავებს.
ანიტა რაჭველიშვილი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მათე დევიძის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება
მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე მათე დევიძის მხარდამჭერ აქციას გამართავენ
"თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ"
ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა!
"ტვ პირველის" ჟურნალისტს მარიამ ლაშხმა უჩივლა.
ძალიან მძიმე იყო განაჩენის მოსმენა - მათე დევიძის დის პირველი კომენტარი
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
საშინელებაა იმის ყურება, რომ მონა გალუსტაშვილმა მათე 4 წლით და 6 თვის ვადით ციხეში გაუშვა - ნია გუგავა
მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მისი ოჯახის წევრები ცრემლებით შეხვდნენ.
სამარცხვინო დღე საქართველოსთვის! - თქვა მან
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ არის გასული
დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ადგილზე სიტყვით გამოსვლებიც მიმდინარეობს.
კალასის თქმით, რუსეთის საერთაშორისო ფორმატებში დაბრუნება დაუშვებელი სიგნალი იქნება
ნოვი-სადში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა პატივი მიეგო 16 ადამიანის ხსოვნისთვის