გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქციაზე სულ მცირე 3 პირია დაკავებული.
ამ დროისთვის პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები მთავრობის სახლთან იმყოფებიან, სადაც სპეცდანიშნულების რაზმებია განლაგებული.
მოვუწოდებთ პოლიციის დანაყოფებს არ შეასრულონ არალეგიტიმური მთავრობის უკანონო ბრძანებები - TI
პირველადი ინფორმაციით, ჟურნალისტს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მარიამ გაფრინდაშვილი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორ კაცს წიხლი ჩაარტყეს, მიწაზე დააგდეს და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იურისტი საბა ბრაჭველი დაშავდა.
ამის პარალელურად, სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით მოქალაქეები ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზეც დაარბიეს.
როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
უზარმაზარი რაოდენობა გამოვიდა საქართველოს ქუჩებში, რათა მათი არალეგიტიმური მთავრობის ქმედებები გააპროტესტოს - ევროპარლამენტარი
მათივე თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა
ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს! - წერია განცხადებაში.
ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა ერთისა, რომ ესენი მკვლელები არიან - ქათამაძე
ბათუმის გარდა, პროტესტის კერა თბილისშიც არის.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გამოხატავთ ნურავინ აგრესიას - სასულიერო პირი სპეცრაზმს
"საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გუშინ, ღიად და დეკლარირებულად უარყო ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ" - წერია განცხადებაში.
მთავარი რაც არის, რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეგ კიდევ ბარბაროსობა არის, რომელიც ისტორიაში არ გვახსოვს - კაკაბაძე
ერთ-ერთი თრიგერი აქ ხალხი რომ გამოვიდეს, სწორედ იმ ჯოჯოხეთის მოწყობაა, რომელსაც აწყობენ- მსახიობი
მისი თქმით, "კაცთმოძულე, რუსეთის სატელიტი ივანიშვილი" უნდა წავიდეს:
"საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი და მისი დარღვევა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ" - წერია განცხადებაში.
"გუშინ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ფორმალურადაც მოუჭრა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა" - ნათქვამია განცხადებაში.
პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ და მმართველ პარტიას არ მისცემენ იმის უფლებას, რომ საქართველოს რუსეთის გუბერნიად აქციონ.
რა თქვა მიშა მშვიილდაძემ?
ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა
დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა
წითლიძე ამბობს, რომ ალიანსის დატოვების გადაწყვეტილება ენმ-ს არ მიუღია.