სიახლეები
ცისკარიშვილი: ის ფაქტი, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის სანქცია, რაც „ოცნებამ“ ქვეყანას გამოუწერა
მისივე თქმით, „ის შიში, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არის გაცილებით დიდი, ვიდრე ის დისკომფორტი, რომელიც მათ შეიძლება ინდივიდუალური სანქციებისგან მიიღონ და შეექმნათ“.
2 თვის თავზე არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, დაკითხულებიც არ არიან, დაზარალებულადაც კი არ მცნეს - ელისაშვილი
ელისაშვილის თქმით, საგამოძიებოს არ უნდა გაამხილოს იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც მასზე ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა, რადგან სამართალდამცველებს რომ ხელი ახლონ, მთელი ძალადობრივი სისტემა ჩამოენგრევათ.
ე.წ. ტიტუშკებმა ხელოვანების შევიწროება დაიწყეს - ჩასაფრებაზე კინორეჟისორი, გიორგი თავართქილაძე ალაპარაკდა
მოძრაობა "ქართული კინო საფრთხეშიას" წევრი ირწმუნება, რომ 12 ივნისს, კინოცენტრთან გამართული აქციის შემდეგ, საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ და მისი დაშინება სცადეს.
გრეგოროვა "ოცნებაზე": როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ სუპერ პროევროპულები არიან, როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ ომის პარტია ვართ
როგორც მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ძირეული ცვლილებები არ გატარდება, მაშინ შესაძლოა, დაწესდეს პერსონალური სანქციები და გადაეხედოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას.