პოლიტიკა
21.05.24 18:51
თუ "ოცნება" კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა ხმა მისცეს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას - ესტონეთის ელჩი
გერმანიის ელჩის შემდეგ, ესტონეთის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში დეკემბერში ესტონეთი ხმას არ მისცემს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნას.
21.05.24 18:41
არ მჯერა ერთიანი სიის. გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, ეს იქნება ცენტრი ენმ-ის გარეშე - ხაზარაძე
როგორც ხაზარაძე ამბობს, "ლელო" არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთიანი სიის შექმნის იდეას არ ემხრობა და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ცენტრის შექმნა.
21.05.24 18:03
თუ ეს კანონი იქნება ისე მიღებული, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას - გერმანიის ელჩი
გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
21.05.24 14:51
სინამდვილეში, სანქციებს მსუსხავი ეფექტი ექნება - დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი დაფიქრდება - ნადირაძე ოცნებაზე
მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან - ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, სამხედრო დახმარება მიიღოს, ამ ყველაფრისთვის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორიბ იძინა ივანიშვილი.