დაკავებული გოგო ბეატრის გაზდელიანია, რომელიც საპოლიციო ძალების წინ მისი მეგობრისთვის ხელბორკილების დადებას აპროტესტებდა.
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა გრძელდება
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში - ომბუდსმენი
"ხარებას" რაზმმა მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო.
ამ დროის მონაცემებით, საპოლიციო ძალებმა ხელბორკილები ორ ადამიანს დაადეს
პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ისმის, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან.
"ხარებას" რაზმის წევრებს უკან წყლის ჭავლის მანქანებიც მიყვება.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ამასთან, გომელაურის უწყების თანამშრომლებს თავისუფლების მოედანიც აქვთ დაკავებული.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, სტუდენტებზე - წერია განცხადებაში.
"ყველაფერს მოვიშუშებთ, მთავარია თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ" - დედა სიდონია
ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს.
გომელაურის უწყების თანამშრომლები ვერ პასუხობენ კითხვას, თუ რა საჭიროა "ხარებას" რაზმის წარმომადგენლების უპრეცედენტო მობილიზება.
თავისუფლების მეტროში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
ჩხრეკის გარდა, ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი - ლომჯარია
მოქალაქეები სამართალდამცველების მიმართ სკანდირებენ - "მონებო, რუსებო".
იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
რაფერი მქონდა კანონსაწინააღმდეგო - მოქალაქე
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომლითაც ირკვევა, რომ პოლიციელები ადამიანებს ჩანთებსა და პირადობის მოწმობებს უმოწმებენ.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ორ ადამიანს პირადობის მოწმობა შეუმოწმეს და მათი სახელი და გვარები ჩაინიშნეს.
ახალგაზრდის ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის ცნობით, ლუკა ჯაბუა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებული აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონდა - ადვოკატი
ონისე ცხადაძეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და თავს მხნედ გრძნობს - ადვოკატი
პროტესტის ავანგარდში მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება.
თუთიყუშები რომ გამოდიან, აღარავის აღარ სჯერა - სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" წევრებზე
"მათ სჭირდებათ მხოლოდ ისეთი ბიზნესი, რომელსაც თავად გააკონტროლებს და სადაც ძნელი გასაგები იქნება, ვის ჯიბეში რამდენი წავა"
ოლეშკიში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გზების განაღმვა დაიწყო
ევროსაბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ ქვეყნების კლუბის წევრობას - ბერსე