ევროპული ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და შემდეგ მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილი აუდიტორიაში ჩაკეტა და გაფიცვის უფლებას არ აძლევს.
მესამე სექტორი უკონტროლო პროცესებში დახმარებას დასავლელ მეგობრებს სთხოვს.
ახალგაზრდებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღეს პირობა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
ცოტა ხანში პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები დაიწყება.
შშმ პირები რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობენ
ბიზნესფედერაცია შარშანდელ განცხადებას აზიარებს და კანონის საფრთხეებზე ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.
ახალგაზრდები რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კანონის უკან გაწვევამდე აუდიტორიებში არ შევლენ.
გიგიაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" რუსული კანონის გატანას ნებისმიერ ფასად ცდილობს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომისინი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიდიან.
არცერთი საღი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს კანონი, - ამის შესახებ ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია საუბრობს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე პირები შვილების თაობის ხმის ჩახშობას სხვადასხვაგვარი მეთოდებით ცდილობენ.
ლექტორები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად გამოდიან.
რას აპირებენ აქციის მონაწილეები და როგორია მათი გეგმა, ჯერჯერობთ დაანონსებული არ არის
რამდენიმე სტუდენტმა დიდი ჭიშკრიდან გადმოძრომა მოახერხა.
მიზეზად კომიტეტის სხდომის დასრულება დასახელდა.
აქციის მონაწილეებმა ძალოვანები შეძახილებით გააცილეს.
ახალგაზრდებს პროფესორ-მასწავლებლებიც უერთდებიან.
სამართალდამცველი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციის წინა რიგებში დგას.
პერიოდულად სამართალამცველები ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხალხს არბევენ სპეციალური ქაფის და ძალის გამოყენებით არბევენ.
სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდებიან.
მოქალაქეები თანამოაზრეებს სთხოვენ, საკნაონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და მათ გვერდში დადგნენ.
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ხელბორკილები ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაადეს.
კუპრაძე სამართალდამცველებსა მიმართავს და აფრთხილებს, რომ თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ისინი ამ წუთებში აკადემიასთან იკრიბებიან და ბსუ-ს სტუდენტებს შეურთდებიან.
აქტივისტებმა ადგილზე პოლიცია გამოიძაძეს.
კომოანიის განცხადებით, რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა
ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მშობლები მოსამართლის და პროკურორის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ