საზოგადოება
12.08.24 14:21
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა. Global Finance-ის თანახმად, საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო ბანკია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს Global Finance უკვე 25 წელია გასცემს. საქართველოს ბანკმა წელს ჯამში 45 ჯილდო მიიღო.
12.08.24 14:19
თიბისიმ და FMO-მ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს
თიბისიმ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.