თბილისში არიან ფინეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიისა და ლიეტუვას პარლამენტის წევრები.
დაკავებულთა შორის არის ამერიკის მოქალაქეც, რომელსაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოქალაქეები რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას აპროტესტებენ და კანონის გაწვევას ითხოვენ.
"პირველების" ინფორმაციით, პარლემნტში უკვე მივიდა დეპუტატი ბეჟან წაქაძე.
"ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს" - საია
"აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში" - ლომჯარია "ოცნების" დეპუტატებს
კადრებში, რომელიც TV პირველმა მოიპოვა, ჩანს, როგორ უსწორდება 10-ზე მეტი ნიღბიანი ძირს დაგდებულ მოქალაქეს.
ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
აქტივისტი: გომელაურო, შენ ბიჭებს გადაეცი, მიზანი არ უვარგათ
ლაზარე გმობს სამართალდამცველების მიერ მოქალაქეების მიერ რამდენიმე წუთის წინ განხორციელებულ ძალადობას
პოლიციელები აქციის მონაწილეს გამეტებით, თავში პირდაპირ ეთერში ურტყამდნენ
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციას მათი დაკავება სურს და პროვოკაციებს აწყობს.
ბოლო ინფორმაციით, პარლამენტის უკანა ტერიტორია სპეცრაზმმა სრულად დაიკავა.
საია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ეშინიათ და უკან დახევას არ აპირებენ.
კალატოზიშვილი დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგას
როთთან ერთად, ევროკავშირის დელეგაციაში იქნებიან ფინეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვას პარლამენტის წევრებიც
შსს პირველ განცხადებას ავრცელებს
დიდი ალბათობით, სპეცრაზმი რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
როთის ვიზიტი ემთხვევა "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვას.
თავისუფლების მოედანზე, შსს დამატებითი ძალების შეყვანის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
გადავიღეთ ნიღბები, ფარები და ხელკეტები
ამ ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ხელისუფლება დგას - ბაჩო დოლიძე
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
ირაკლი კობახიძემ თელავში მომხდარი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ქსავიე ბეტელის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი უნდა გააგრძელოს
ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ ყაველაშვილს შეწყალების აქტი აღარ გამოუცია.