სიახლეები
24.04.24 14:33
ჯუბა მგელაძე - რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში ჩვენი პარტია არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობის პარალელურად, ამ თემაზე საუბარი უმნიშვნელოა, რადგან დღეს ქვეყნის ბედი წყდება.
24.04.24 14:29
თაკო მეტრეველი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით
მისი თქმით, რუსთავის საკრებულოში დღეს მომხდარი დაპირისპირება არის ამაზრზენი და მიმდინარე პროცესებიდან რუსთავის მოსახლეობა ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს.