სიახლეები
07.02.24 13:28
პრეზიდენტის ინიციატივა უპირისპირდება „ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები - ჯაფარიძე
პრეზიდენტის ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაერთიანება პროევროპული ე.ი.პროქართული ძალების ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
07.02.24 12:50
ვისაც უნდა, ევროპის ღირსეული წევრები რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ, ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად - ხაზაძე
"გპირდებით, ვისაც უნდა ევროპის ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ პრეზიდენტთან და ყველა იმ პროდასავლურ თუ ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა სურს"
07.02.24 12:35
რატომ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში უკრაინამ, მოლდოვამ და სომხეთმაც კი - ვაშაძე დარჩიაშვილს
მან ილია დარჩიაშვილს ასევე ჰკითხა, ეთანხმება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებას, რომლის თანახმადაც ვენეციის კომისიამ არ იცის, რა სჭირდება ქვეყანას ევროინტეგრაციისთვის.
07.02.24 12:22
იდო თუ არა თქვენი მხრიდან მაგიდაზე, ჩინეთის მიმართ წინადადება, რომ ეთქვა, ის არ აღიარებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას - ნაცვლიშვილი დარჩიაშვილს
მან საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რომ ქართული მხარის მიერ ასეთი მოთხოვნის გაჟღერების შემთხვევაში არსებული წერილობითი მტკიცებულება წარადგინოს.