TI-ის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა.
პარალელურად, მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა
ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ზე წერს.
საპოლიციო ძალების სრული მობილიზებაა სამთავრობო კვარტალში.
44 წლის კაცს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საპოლიციო ძალების მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც - ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და გდდ-ის წარმომადგენლები.
თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის ახალი მანქანები.
სამთავრობო კვარტალში, სულხან-საბას ქუჩის შესასვლელი, ასევე ინგოროყვას ქუჩა სამართალდამცველებს აქვს გადაკეტილი.
მისი თქმით, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, პარლამენტთან შეკრებილებს კი ინფორმაციას "გადასადგმელი ნაბიჯების" შესახებ ეტაპობრივად მიაწვდიან.
ახლა "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებმაც იქურდეს, შეყუჟულები არიან და თავებს იმტვრევენ, როგორ მოახერხონ დეპუტატების შემოყვანა ხვალ დილით - ბუღაძე
ხაზარაძე ალტერნატიული, „სახალხო პარლამენტის“ შეიქმნის აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები დამოუკიდებელ და ცალკე პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან.
უკან დასახევი გზა ჩვენ არ გვაქვს, მათ უნდა დაიხიონ - პაატა ბურჭულაძე
აქ ვიდგებით მანამდე, სანამ არ გაიწმინდება საქართველო რუსული ხელისუფლებისგან - ირმა გორდელაძე
ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე გომალეურის უწყების თანამშრომლები რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
მოქალაქეები დღევანდელ ღამეს სწორედ რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და რამდენიმე ავტომბილმა რუსთაველის გამზირეზე შესვლა მოახერხა.
ადამიანების ერთად ყოფნა ყველაზე დიდი ხელოვნებაა - ნინო ქათამაძე
მათი თქმით, ჩვენი ქვეყნის ბედი ხვალ წყდება
არალეგიტიმური არჩევნები შედეგად მიიღებს არალეგიტიმურ პარლამენტს და არალეგიტიმურ მთავრობას - პრეზიდენტის ძმა
იქნება ახალი არჩევნები, ტყუილა წვალობს ბიძინა ივანიშვილი - ნიკა გვარამია
აქციის მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ
სამართალდამცველები მანქანებს დაბრკოლებებს უქმნიან
რამდენიმე წუთის წინ, რესპუბლიკის მოედანზე ინციდენტი მოხდა
ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მორჩილებაში არიან
"ხალხს ტროტუარზე დგომის გამო კი არ უნდა იჭერდე, მთავრობა რომ გქვია, უნდა მოუსმინო მას" - დასძინა პიანისტმა.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს გადიან და უახლოეს მომავალში ხელმოწერებს შეაგროვებენ.
ბრალდება პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავება, რომ მათ დამალეს, რომ 23 წლის თემურ ხადურს დაედევნნენ და გაისროლეს.