სიახლეები
ნავალნის მეუღლე მზად არის, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას, ამიტომ ეს დიდი პრობლემა იქნება პუტინისთვის - კუდრიაკოვი
კუდრიაკოვიმ რუსეთში არსებულ ერთპარტიულ მმართველობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოება, კრემლის მოწინააღმდეგეები თავგანწირვით შეეცდებიან, ქვეყანა სისხლიანი რეჟიმისგან დაიხსნან.
პუტინი ლუკაშენკოს შეხვდა - მხარეებმა მჭიდრო ალიანსის შემდგომი გაფართოების გზები განიხილეს
ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის დიქტატორთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის "სტრატეგიულ პარტნიორობას" და კრემლს ნება დართო, ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ჯარების გასაგზავნად გამოიყენონ.
შეიძლება, რუსეთი არჩევნებში მართლა ჩაერიოს, მაგრამ ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის - მდინარაძე
მდინარაძემ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დაკვეთილი დავალების შესრულებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ყოველგვარი გზით ცდილობს, მმართველ პარტიას რუსული საქმეების "მიაწებოს".
შეიძლება, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს და ეს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს - მდინარაძე
მდინარაძემ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს რიგითი ოპოზიციონერი უწოდა და განაცხადა, რომ მან სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, რადგან იგი არა მოდერნიზაციის სიმბოლო, არამედ კრიმინალია.
ცესკოს მიტაცებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი - პარლამენტი რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება
ახალი პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში კობახიძის თავის მართლების ფონზე ჩაივლის. მეთაურმა პარტნიორებს უნდა აუხსნას, რატომ არ გაითვალისწინა "ოცნებამ" ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და რატომ გადაწყვიტა ცესკოს მიტაცება.