სიახლეები
ივანიშვილმა და სააკაშვილმა განცხადება გააკეთონ, რომ გადიან ქართული პოლიტიკიდან და დატოვონ საქართველო არჩევნებამდე - ნათელაშვილი
ნათელაშვილის თქმით, საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ბარიერს დაწევს 1 პროცენტამდე და შეეცდება სატელიტი პარტიების შეყვანას პარლამენტში იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა სწორედ მათთან შექმნან.
წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი - ლევან ხებეიშვილი
„ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი - მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი.“
,,EIB გლობალმა’’ და საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 50 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის (EU) ბანკმა, საქართველოს ბანკთან ხელი მოაწერა 50 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას. მისი მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) და საშუალო კაპიტალის მქონე კომპანიებს, რაც ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ აღდგენასა და ზრდის განვითარებას.
გიორგი ვაშაძე - საქართველოში ევროკავშირის მოახლოებასთან ერთად, სრულად იცვლება საზოგადოების განწყობა ცხინვალსა და სოხუმში - ხალხის ნებას ვერავინ დაუპირისპირდება
ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთთან მიერთების საკითხი კვლავ აქტუალურია.