პოლიტიკა
13.11.23 17:14
იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორ მიმართულებას, რაც საქართველო-ჩინეთს შორის ვითარდება - ამილახვარი
ამილახვარი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერის შესაძლო გასამართლებაზე ისაუბრა, რის გამოც პრემიერს ჩინეთის ელჩისთვის განმარტებების გაკეთება მოუწია.
13.11.23 16:48
მიუღებელია ქალების შეურაცხყოფა და გაჩუმების მცდელობა - კონგრესმენი ოპოზიციონერი ქალების მიმართ სექსისტურ თავდასხმებს ეხმაურება
კონგრესის წევრმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართვას უპასუხა, რომლებმაც სანჩესი საქმის კურსში ჩააყენეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას სექსისტურ განცხადებებთან დაკავშირებით.
13.11.23 15:47
მას შემდეგ, რაც „ოცნებისთვის“ და სუს-თვის გახდა ცნობილი, ჩვენ ბენ მალეტთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოეშვათ - ნადირაძე
როგორც ნადირაძე ამბობს, მას შემდეგ რაც სუს-ისთვის გახდა ცნობილი, რომ მალეტი ენმ-სთან თანამშრომლობდა, მას პრობლემები შეუქმნეს.
13.11.23 15:00
აუცილებელი გახდა კონკრეტული განმარტებების გაკეთება, რომ ე.წ. პრეზიდენტის განცხადებები არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რაც სახელმწიფოს გააჩნია ჩინეთთან - ჩიქოვანი
ჩიქოვანი სალომე ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის რამდენიმე თვეა, არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რაც მთავრობის პოზიციებს არ შეესაბამება.